ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ გვყავს 4-ჯერ ნაკლები პატიმარი და 4-ჯერ მეტი პრობლემები შეიძლება გვქონდეს
კრიმინალური ავტორიტეტების ჩანაწერების თემა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მდგომარეობა ადრინდელზე რთულია, რადგან პატიმრების რაოდენობა საპატიმროებში შემცირებულია.
“რა თქმა უნდა, მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე იყო უწინ. მარტივია, როცა ყველას დაიჭერ და 30 ათასი პატიმარი გეყოლება, მაშინ სისტემას ნაკლები პრობლემები აქვს. ახლა ჩვენ გვყავს ნაკლები პატიმარი და 4-ჯერ მეტი პრობლემები შეიძლება გვქონდეს. ამიტომ განსაკუთრებული მუშაობა გვმართებს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.