გურამ მაჭარაშვილი: ახალგაზრდებისთვის შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი, ეს მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ თუკი მართლა რაიმე რეალური არგუმენტაცია აქვთ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიყვანენ არგუმენტს და მერე პრემიერი უპასუხებს

ახალგაზრდებისთვის შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი, ეს მათ ინტერესში უნდა იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალგაზრდებისთვის საჯარო დისკუსიის შეთავაზების შეფასებისას განაცხადა.

“ამ ახალგაზრდების ინტერესში უნდა იყოს, რომ თუკი მართლა რაიმე რეალური არგუმენტაცია აქვთ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, მთელი საქართველო და არა მხოლოდ საქართველო დაინახავს ამას, რომ მოიყვანენ არგუმენტს ამ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელზეც მერე პრემიერი უპასუხებს. საზოგადოება გადაწყვეტს მერე, რომელია მართალი და რომელი არა. უარის შემთხვევაში, ეს მორიგ ჯერზე იქნება იმის მტკიცებულება, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტი კი არ გაქვს, შენ გაქვს ზუსტად ის მიზანი, რაც აქვს ამ აქციების უკან მდგომ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” – ეს არის რადიკალიზმი, რევოლუცია და ისეთი ძალების მოყვანა ქვეყანაში, რომლებიც განაახლებენ მეორე ფრონტს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები