სააკაშვილის შემდეგ ქონება თემურ ჯანაშიასაც დაუყადაღეს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანაშიას ადვოკატი ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თემურ ჯანაშია ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
ადვოკატის განცხადებით, ჯანაშიას დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, მათ შორის ანგარიში, რომელზეც პენსიის თანხა ერიცხება.
შეგახსენებთ, რომ თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გაფლანგვაში ედება ბრალი. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მას გირაო შეუფარდა.