მუმბაიში ბილბორდის ჩამონგრევას, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 74-მდე დაშავდა.
უცხოური მედია წერს, რომ გხატკოპარის რაიონში 70/50-მეტრიანი ბილბორდი, ძლიერი ქარის და მტვრის ქარიშხლის შედეგად, ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა.
კონსტრუქციამ ადგილზე მყოფი მანქანები და ადამიანები მოიყოლა.
სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, მეხანძრეები და მაშველები არიან ჩართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შტორმის გამო, მუმბაის საერთაშორისო აეროპორტში დროებით ფრენები გადაიდო.