რატი იონათამიშვილი: ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, რითაც ინციდენტი იწყება – აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს როგორ აყენებს შეურაცხყოფას ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას.

იონათამიშვილის თქმით, აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაცია შედგა, მაგრამ საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე.

„“აკერმანის კლასიკა”.
ამ ვიდეოზე ძალიან კარგად ჩანს, როგორ აყენებს ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას, რითაც ინციდენტი იწყება და როგორი რეაქცია აქვთ მომიტინგეებს თავიანთი ინსტრუქტორის დაკავებაზე! აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე…
ამაზე მკაფიო და ნათელი არაფერი შეიძლება იყოს!..“ – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები