ერევანში საპროტესტო აქციებზე დღეს უკვე 151 ადამიანია დაკავებული

ერევნის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციებზე დილიდან უკვე 151 ადამიანია დაკავებული.

ამის შესახებ სომხეთის შსს-ში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ყველა პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის არის დაკავებული.

ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, ქალაქის ქუჩების ბლოკირება დილიდან დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები