ლუკა კურტანიძე მოჭიდავეებს პასუხობს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ფედერაციაში საკადრო ცვილებების განხორციელების გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. კურტანიძის განმარტებით, მოსალოდნელი საკარო ცვლილებები ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებში შედეგების გაუმჯობესებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, თუმცა ცვილებების განხორციელბა გადაიდო.
„ეროვნულმა ნაკრებმა ორწლიანი ჩავარდნა განიცადა. უარყოფითი შეფასების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, ცვლილებები მომხდარიყო და ეროვნულ ნაკრებებს ის ადამინები ჩადგომოდნენ სათავეში, რომლებმაც ამ ორი წლის განმავლობაში გააუმჯობესეს შედეგები. შარშანდელ შედარებით შედეგები გაოთხმაგდა, როგორც ეროვნულ ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვფიქრობ , რომ არამარტო სპორტსმენებში, არამედ მწვრთნელთა შორის შევქმენი კონკურენცია. ჩვენ მწვრთნელებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ და მივეცით გაფრთხილება, რომ თუ უარყოფითი შედეგი იქნებოდა, დავაყენებდით საკითხს მათი ყოფნა არ ყოფნის შესახებ. რადგან ეს თემა ასეთი მტკივნეული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მე მათი მოხსნისა და დანიშვნის სრული უფლება მაქვს, ვნებათაღელვა, რომ დამცხრალიყო მივიღეთ პრეზიდიუმთან ერთად გადაწყვეტილება, რომ ორი თვის განმავლობაში გამოსწორონ შედეგები, შეიტანონ კორექტირება იმის მიხედვით, თუ რა შეცდომები დაუშვეს. ამიტომ ეს გადაიდო 25 ნოემბრამდე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მწვრთნელებს მოეთხოვებათ ანალიზის დადება, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ სამეთვალყურეო საბჭომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილოს ნაკლოვანებები“, – განაცხადა კურტანიძემ „მოამბესთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მოჭიდავეები ფერედაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ. პროტესტი იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები