“უფლებადამცველთა გაერთიანება” ლაშა თორდიას საქმიანობის შესწავლას ითხოვს
“უფლებადამცველთა გაერთიანება” აუდიტის სამსახურის უფროსს ბრალდებებს უყენებს და კორუფციულ სქემაზე საუბრობს. “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას მიმართავს და ითხოვს, სამართალდამცველებმა ლაშა თორდიას და მისი მამის, ვახტანგ თორდიას საქმიანობა შეისწავლონ.
„შეიცვალა სიტუაცია, „ნაციონალური მოზრაობა“ აღარ არის, ამიტომ ბოლოსდაბოლოს, პროკურატურამ დაიწყოს ამ საქმის გარკვევა. როდესაც ბიუჯეტიდან ასეთი თანხებია დახარჯული და არცერთხელ არ შემოწმებულა ეს საწარმოები და კომპანიები, ბევრ კითხვას ბადებს“, – განაცხადა მჟავანაძემ.