გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში სტიქიის შედეგად დაშავებული მამაკაცი მოინახულა (ფოტოკოლაჟი)

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 36 წლის ამირან სამნიძე მოინახულა, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის დროს დაშავდა. სამნიძემ პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაშველმა მისი გადარჩენა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაურს გადასცა, რომ მაშველ ვახტანგ დევაძეს მადლობა გადაუხადონ. მარგველაშვილის თქმით, ბათუმში აჭარის მთავრობას მხარში დასადგომად ჩავიდა.
“დატბორვის მიზეზებს და იმ შედეგს, რაც მოხდა, აჭარის ხელისუფლება სწავლობს. ჩვენ მოვედით, რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას, აგრეთვე იმისთვის, რომ გვენახა, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. პირველ რიგში, ბუნებრივია, მოვინახულეთ მეწყერის დროს დაზარალებული. ის არის უაღრესად მადლობელია იმ მაშველის, რომელმაც კარგად იმუშავა, ასევე, იმ მედპერსონალის, რომელიც ყურადღებით მუშაობს მასთან”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი აჭარის მთავრობის სახლში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მუშაობას გაეცნო. ამ წუთებში პრეზიდენტი და არჩილ ხაბაძე დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს ხვდებიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hpfIkRgfc20″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები