შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო მომენტი დამდგარი, როდესაც პოლიციას შეეძლო, გამოეყენებინა რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა

როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო მომენტი დამდგარი, როდესაც პოლიციას შეეძლო, გამოეყენებინა რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, პაპუაშვილმა საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მოქმედებები შეაფასა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სანიმუშოდ იქცეოდა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა, ჟურნალისტების დაცვის მხრივ – საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა კიდეც, რომ როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო მომენტი დამდგარი, როდესაც პოლიციას შეეძლო, გამოეყენებინა რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა, იმიტომ რომ უფრთხილდება ყოველ ჯერზე მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ. ვიცით, თუ რა ძალები დგას ამის უკან, საერთო ჯამში, რომლებიც იყენებენ მარიონეტად აქციის მონაწილეებს და მიჰყავთ ძალადობისკენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები