სომხეთის დროებით პრემიერად ტავუშის ეპარქიის წინამძღვრის კანდიდატურას ასახელებენ – ბაგრატ გალსტანიანი წინააღმდეგია

სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, ვარდანიან ოსკანიანი გამოვიდა წინადადებით, რომ ქვეყნის დროებით პრემიერად ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი ბაგრატ გალუსტიანი უნდა დაინიშნოს, რომელიც “ტავუში სამშობლოსთვის” მოძრაობას ხელმძღვანელობს.

ოსკანიანი ამბობს, რომ გალსტანიანი სწორ გზაზეა და მან ეს გუშინ დაამტკიცა, როდესაც საპარლამენტო ძალებთან კონსულტაციების შესახებ გამოაცხადა.

ოსკანიანის წინადადებას გალსტანიანმა უპასუხა და თქვა, რომ მსგავსი ამბიცია არ გააჩნია.

“მეტიც, მგონია, რომ ეს არასწორიცაა. ტავუშის ეპარქიის წინამძღოლობა უფრო საპატიოა ჩემთვის, ვიდრე პრემიერის თანამდებობა. პრემიერად არჩევა ნიშნავს რამდენიმე საფეხურით ჩამოქვეითებას. თუმცა, თუ ღმერთის ნება იქნება, კათალიკოსის კურთხევა და ხალხის ნება, ვინ ვარ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უარი ვთქვა”,- აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები