“სტუდენტებო, ადექით!” – ერევნის უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა დაიწყო

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა გაფიცვა დაიწყო. ისინი სხვადასხვა ფაკულტეტზე შედიან და სტუდენტებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს. ისინი სკანდირებენ – “სტუდენტებო, ადექით!”

მანამდე, საპროტესტო მოძრაობა „ტავუში სამშობლოს სახელით“ ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა დაიწყო და სტუდენტებს მასობრივი გაფიცვების დაწყებისკენ მოუწოდა.

ასევე, იგეგმება დაუმორჩილებლობის აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სომხეთში საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 აპრილს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო კომისიების მერვე სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტავუშის რეგიონიდან დელიმიტაციის დაწყებაზე შეთანხმდნენ. დელიმიტაცია ასევე გულისხმობს ტავუშის მთელი რიგი ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემას.

განცხადებიდან რამდენიმე საათში ერევნისა და ბაქოს შეთანხმებით უკმაყოფილო, ტავუშის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დაიწყო.

4 მაისს ერევნისკენ მსვლელობა დაიწყო. 9 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობის ლიდერმა, ბაგრატ გალსტანიანმა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები