რუსეთის პრემიერმინისტრად მიხეილ მიშუსტინი რჩება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრემიერმინისტრი არ შეცვალა. მთავრობას კვლავ მიხეილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს.

რუსული სააგენტოები სახელმწიფო სათათბიროს სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით წერენ, რომ პუტინმა მიშუსტინის კანდიდატურა დუმას წარუდგინა. სახელმწიფო სათათბირო მზად არის მიშუსტინის დამტკიცებისთვის. საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ორ საათზეა დაგეგმილი. მანამდე კი პრემიერმინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო ფრაქციის ყველა დეპუტატს შეხვდება.

მიხეილ მიშუსტინი პრემიერმინისტრად 2020 წელს დაინიშნა და ამ პოსტზე დიმიტრი მედვედევი შეცვალა.

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ, 7 მაისს ფორმალურად რუსეთის მთავრობა გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები