ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი კატეგორიის 155 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 155-მა ოჯახმა მიიღო, მათ შორის შინმოვლის სერვისში ჩართულმა 21-მა ბენეფიციარმა.

,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, ყოველ წელს „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. ტრადიცია წელსაც გრძელდება. დღეს მოწყვლადი კატეგორიის 155-მა ოჯახმა მიიღო სასურსათო ნობათი, მათ შორის იყვნენ შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებიც. მსურს, თითოეულ მათგანს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და კეთილდღეობა ვუსურვო,”-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები