სოფელ გორისაში სპორტული მოედანი მოეწყო

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში სპორტული მოედანი მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი გარდამავალი იყო, გასულ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო (სახელშეკრულებო ღირებულება 128,229 ლარი) და უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის, ასევე გარე განათების სამუშაოები.

სოფელ გორისაში სპორტული მოედნის გახსნა ადგილობრივ მოსახლეობას მერმა ლევან ივანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

„სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს სოფლებშიც. სოფელ გორისის ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი ბევრ ახალგაზრდას მისცემს იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების  წესით იცხოვროს. სასიამოვნოა, როცა ამდენ გახარებულ ბავშვს ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

#ჯანსაღიცხოვრებისთვის

#სპორტულისივრცე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები