1-ელი მაისი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ასლან შაინიძის დაბადების დღეა

დღეს ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი გმირის, 2008 წლის აგვისტოს ომში
დაღუპული ჯარისკაცის – ასლან შაინიძის დაბადების დღეა.

ასლან შაინიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ძმებთან ერთად იბრძოდა. იგი
ცხინვალის მისადგომებთან 23 წლის ასაკში დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით,
ასლან შაინიძეს ომში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის ვახტანგ
გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ასლან შაინიძე 1985 წლის 1-ელ მაისს ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა და
2001 წელს ამავე სოფლის სკოლა დაამთავრა.

დღეს სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა გმირის, ასლან შაინიძის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები