თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, იესპერ მოლერს შეხვდა
აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა.
შეხვედრაზე შეაფასეს “UNICEF”-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები რეგიონში. ხაზი
გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.
UNICEF-ის მხარდაჭერით ბათუმი „ადრეული განათლება და ზრუნვის“ მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანია ინკლუზიურ საკითხებზე ადრეული განათლების
ხელმისაწვდომობა.
აჭარაში UNICEF-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს
ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო
ბათუმში განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ე.წ. ოცნების ქალაქის და იქ მცხოვრები ათასობით ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.