გიორგი მარგველაშვილი აჭარაში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარაში გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი 20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ რეგიონს ეწვევა და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა. აჭარის რეგიონში ორდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა.