ირაკლი ჩიქოვანი – „თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას, ყურადღება ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე გაამახვილა და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება.
„მსურს, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელსა და საზოგადოებას თავდაცვის ძალების დაარსების დღე ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.