შეიარაღებულ ძალებს 57 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 57 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვემამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში „კრწანისში“ გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულში ჩაირიცხებიან და ბაზის უსაფრთხოების ფუნქციებს შეასრულებენ. ფიცის დადების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს გამოფენა მოეწყო, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები