“რადიკალური ისლამის წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

“პლანეტაზე მესამე მსოფლიო ომი რადიკალური ისლამის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რის გამოც თავისუფალი სამყაროს ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და შეაჩერონ ირანი „სანამ ძალიან გვიან არ იქნება“, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

მინისტრმა ეს კომენტარი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკეთა, სადაც ხამენეი დასავლეთის ქვეყნებში პროპალესტინურ აქციებზე საუბრისას ამბობს, რომ „შეერთებულ შტატებისა და ისრაელის რეპუტაცია განადგურებულია“.

„ალი ხამენეი წლების განმავლობაში უწყობდა ხელს აშშ-სა და ევროპაში ისლამური ექსტრემიზმის ინფრასტრუქტურის შექმნას, ახლა აღფრთოვანებულია სიძულვილის დემონსტრაციებით მთელს მსოფლიოში და მოუწოდებს ისრაელისა და აშშ-ს განადგურებისკენ“, – დაწერა კაცმა.

მან დასძინა, რომ ირანში ხამენეი „სასტიკად კლავს ნებისმიერ მომიტინგეს, რომელიც პირადი თავისუფლებისკენ მოუწოდებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები