საერთაშორისო სწავლება “ETERNITY 2014” დაიწყო

ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ მრავალეროვნული კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,ETERNITY 2014” დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში სამი ქვეყანა – საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანია ჩართული.
ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
მრავალეროვნული სწავლება საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელობით იმართება. წვრთნების მიზანია მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რაც მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის დახვეწას უზრუნველყოფს. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.
მრავალეროვნული სწავლება “Eternity 2014” 26 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები