შემთხვევა, რომლის შემდეგაც თვითმფრინავში ასვლამდე ფეხსაცმლის შემოწმება დაიწყეს

აეროპორტებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების დროს, სკანირების მიზნით, ფეხსაცმლის გახდა ხშირად გვიწევს. ზოგჯერ ეს მგზავრების აღშფოთებას იწვევს – რა შეიძლება იყოს იქ საშიში?!

ახლა მოგიყვებით, თუ საიდან მოდის ეს წესი…

Рид. Фото из интернета.„American Airlines-ის“ კუთვნილი ბოინგი 767, რეისის ნომრით – 63, პარიზიდან მაიამის მიმართულებით 2001 წლის 22 დეკემბერს გაფრინდა. რეისი განრიგის მიხედვით ხორციელდებოდა, მაგრამ საკვების მიღების შემდეგ მგზავრებმა კვამლის სუნი იგრძნეს. ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა თვითმფრინავის სალონში ჩაიარა და აღმოაჩინა მგზავრი, რიჩარდ კოლვინ რიდი. ის ფანჯარასთან იჯდა და ასანთის ანთებას ცდილობდა.

ბორტგამცილებელმა მამაკაცი გააფრთხილა, რომ თვითმფრინავში სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა, რიჩარდი კი, დაჰპირდა, რომ ამას აღარ იზამდა. რაღაც დროის მერე ბორტგამცილებელმა კვლავ იგრძნო სუნი. რიდთან მისვლისას, მან დაინახა, რომ მამაკაცი ცეცხლის მოკიდებას საკუთარ ფეხსაცმელზე ცდილობდა. ბორტგამცილებელი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და საქმე აფეთქების მცდელობასთან ჰქონდა. შესაბამისად, სცადა, მისთვის ფეხსაცმელი წაერთმია. თვითმფრინავში დაპირისპირება დაიწყო. ბორტგამცილებელი შველას ითხოვდა. საერთო ძალებით, მგზავრებმა და სხვა ბორტგამცილებლებმა შეძლეს რიდთან გამკლავება. პოლოტი იძულებული გახდა, საავარიო დაშვება განეხორციელებინა.

И его взрывоопасные ботинки. Фото из интернета.

როგორც კი თვითმფრინავი დაჯდა, რიდი პოლიციამ დააკავა. ის  ცნობილი ტერორისტული დაჯგუფების წევრი აღმოჩნდა. მას ევალებოდა, აეფეთქებინა ნაღმი, რომლის წონაც 280 გრამი იყო და რომელიც ფეხსაცმლის ძირში ჰქონდა დამალული. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.

რიდი ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ თვითმფრინავში არ აუშვეს, ვინაიდან დაცვას საეჭვოდ მოეჩვენა. მამაკაცი მოსაცდელ ოთახში დააყოვნეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რიდი ძალიან ნერვიულობდა და იოფლებოდა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასანთით კი, თურმე, მის გამოშრობას ცდილობდა.

რიდმა თავისი დანაშაული აღიარა და ამისთვის სამი სამუდამო პატიმრობაც მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები