დავით მათიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ყოველთვის, შსს იქნება მოწოდების სიმაღლეზე

“პროვოკაცია ზოგადად “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ კონკრეტული ექსტრემისტული ორგანიზაციებისგან, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად არ სურთ საკუთარი გამჭვირვალობის გაცხადება, არის მოსალოდნელი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ შსს მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

“საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აქ არის გარანტირებული და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საყურებლად დეზინფორმაციის ჭრილში მოსული ადამიანები და მათი შეხედულებები, ეს არის ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი, რომელსაც საქართველო ცხადია იცავს.

პროვოკაციას ზოგადად “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ კონკრეტული ექსტრემისტული ორგანიზაციებისგან, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად არ სურთ საკუთარი გამჭვირვალობის გაცხადება, არის მოსალოდნელი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ყოველთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მსგავს ექსცესებს აღკვეთს”, – აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ორგანიზებით, თბილისში დღეს საერთო-სახალხო შეკრება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები