რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, „ჰამასის“ მიერ მართული მედიის ცნობით, ისრაელმა ქალაქ რაჰაფში სამ საცხოვრებელ სახლს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა 15, ხოლო დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.