“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – “გამჭვირვალობის კანონის” განხილვა პარლამენტში ხმაურით დაიწყო

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება, ხმაურით დაიწყო.

კამათი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის გამოსვლამ გამოიწვია. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

„თქვენი მიზანია პროვოკაცია. დასვით შინაარსობრივი საკითხები, კორექტულად“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს გაფრთხილება მისცა, ვინაიდან, მისი განმარტებით, იგი კომიტეტის თავმჯდომარის მითითებებს არ ემორჩილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები