“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს.

მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ტარდება.

სხდომას “ქართული ოცნების” ლიდერები ესწრებიან.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები