ნინო წილოსანი: მოლოდინი გვაქვს, რომ 29 აპრილს, საქართველო აჩვენებს თავის რეალურ მხარეს, აჩვენებს საით უნდა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წასვლა 

“ჩვენ ზუსტად ვიცით 29 აპრილს ვინ შეიკრიბება პარლამენტის წინ, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ღირსეულ განვითარებას და ღირსეულ ევროპულ გზას უჭერენ მხარს. უარს ეუბნებიან ყველა იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ქვეყნის, ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ 29 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, ოპონენტები აგონიაში არიან.

“მოლოდინი გვაქვს, რომ 29 აპრილს, საქართველო აჩვენებს თავის რეალურ მხარეს, აჩვენებს საით უნდა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას წასვლა და რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იცავს მისაღებია ჩვენი მოსახლეობისთვის.

29 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები აგონიაში არიან. იყენებენ ყველაზე საშინელ ეპითეტებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც წესით პატივს უნდა სცემდნენ, ვინაიდან ისინი ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ,”- აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ხვალ საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები