გიორგი ვოლსკი: კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია განვითარდეს

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებას გამოეხმაურა.

“ყველას ვინც მოვა, უნდა ახსოვდეს მთავარი რამ, რომ საქართველოა უპირველეს ყოვლისა. ეს არის ყველაზე პრინციპული მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი – კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია განვითარდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ხვალ საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები