მაია ომიაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მაია ომიაძე აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“- პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა. მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები.

კონფერენციას „საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში“ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.
კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები