სად ქრებიან ბავშვები
ბავშვის გაუჩინარება მშობლებისთვის ყველაზე საშინელი კოშმარია. ეს კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად. ბავშვები და მოზარდები ცოცხალ სავაჭრო საგნებად იქცევიან, ხვდებიან სექსუალური მოძალადეების, ორგანოებზე მონადირეების და თაღლითების ხელში. არასრულწლოვანთა დაკარგვის მრავალი შემთხვევა ჯერაც არ არის გახსნილი, თუმცა ახლობლები სიმართლის გარკვევის იმედს არ კარგავენ. არსებობენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც შეკვეთით იტაცებენ ბავშვებს და შემდეგ ყიდიან. მხოლოდ ევროპაში ყოველწლიურად ათობით ათასი არასრულწლოვანი ქრება.
საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით, ათასი ბავშვი ხდება კრიმინალური გატაცების მსხვერპლი. ის, რაც ზოგიერთ მათგანს ემართება, შემზარავია. ბევრი სუტენიორის კლანჭებშიც აღმოჩნდება ხოლმე. 2019 წელს ევროპაში გატაცებული ბავშვების 27% ვერ იპოვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი დრო გატაცებიდან პირველი ოთხი საათია: ამ დროს დიდია ბავშვის ცოცხლად პოვნის შანსი.
9 წლის პეგი კნობლოხი სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე 2001 წელს ბავარიაში გაუჩინარდა. გოგონას ნეშტი 15 წლის შემდეგ იპოვეს ტყეში, მისი სახლიდან არც თუ ისე შორს.
ავსტრალიაში აღმოაჩინეს სექს-ტრეფიკინგის ქსელი, რომელშიც 16 კრიმინალისგან შედგებოდა. მათ ბრალად ედებათ ბავშვთა ექსპლუატაცია 700 შემთხვევაში. ჯგუფი იტაცებდა არასრულწლოვანებს და შემდეგ აქვეყნებდა მათი შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეოებს ვებგვერდზე, სადაც მომხმარებლები ამ საშინელი კადრების ყურებაში ფულს იხდიდნენ.
სამი წლის უილიამ ტაირელი, რომელიც ბაღიდან 2014 წელს გაუჩინარდა.
გასულ წელს ბავშვის გამტაცებელი ლილიბეტ ბუსტამანტე ფილიპინებში დაიჭირეს. პარანაკეში ქალმა 10 წლის გოგონასთან ერთად გაქცევა სცადა. როდესაც დამნაშავე პოლიციამ დააკავა, მან აღიარა, რომ ბავშვის „მოპარვისთვის“ 15 ფუნტი გადაუხადეს.
სამი წლის მადლინ მაკკენი 2007 წელს პორტუგალიის ლესტერშირიდან გაუჩინარდა. გოგონა ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. პოლიცია მიიჩნევს, რომ ის პედოფილ კრისტიან ბ-ის მსხვერპლი გახდა.
ლილიბეტმა სააშკარაოზე გამოიტანა საშინელი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იტაცებენ ფილიპინებში ბანდები ბავშვებს და მათ უცხოელ პედოფილებზე ყიდიან. ლამაზი ბავშვები გაცილებით მეტ ფასად იყიდება. ლილიბეტის ჯგუფს თითოეულ გამტაცებელს კვირაში ორი ბავშვის მიწოდება მოეთხოვებოდა. მათი მთავარი სამიზნე ათ წელზე უფროსი ასაკის მოზარდები იყვნენ.
ფაბიან ფრედერიკ ბლანფორდი, 64 წლის ბრიტანელი მასწავლებელი და ყოფილი ბუდისტი ბერი, 2016 წელს დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში, ასევე ბავშვების შეურაცხყოფასა და პორნოგრაფიის გაყიდვაში. ის მოზარდებს სექსუალურ მონებად იყენებდა.
ბევრ გატაცებულ ბავშვს უშვილო წყვილებზეც ყიდიან. ასეთი წყვილები ბავშვისთვის 25 000 ფუნტამდე იხდიან, შესაბამისად, ამ ფულის გამომუშავების მსურველი ბევრია. მაგალითად, ჩინეთში, აფრიკასა და ინდოეთში კორუმპირებული ექიმები და ჯანდაცვის მუშაკები ახალშობილებს პირდაპირ საავადმყოფოებიდან ყიდიან.
გარყვნილი ზრდასრულებისთვის ბავშვები მარტივი სამიზნეები ხდებიან. ისინი მათზე ონლაინაც ნადირობენ. ახლა, როცა მოზარდები თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ატარებენ, მსოფლიო ქსელი მათთვის ნამდვილ ხაფანგად შეიძლება იქცეს, საიდანაც თავის დაღწევა ადვილი არ არის.