არჩილ კბილაშვილის ორგანიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დღეს “საქართველოს ევროპული არჩევანის” (სეა) პირველი პროექტის “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ სეა-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილი და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის დენიელ რეიფი. პროექტი მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით ხორციელდება და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის რეფორმირების ხელშეწყობას, პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობისა და პროკურატურის პროფესიონალიზმის გაზრდას, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისთვის და არსებული აღკვეთის ღონისძიებების სისტემის შეცვლისთვის ხელშეწყობას.