სერგეი ლავროვი: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, შესაძლოა, ბირთვული საფრთხის ზრდა გამოიწვიოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ შესაძლოა, ბირთვული საფრთხის ზრდა გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება კატასტროფით დასრულდეს.

მისი თქმით, ნატო და შეერთებული შტატები შეპყრობილი არიან რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ იდეით და არსებობს რისკი, რომ შესაძლოა, ასეთმა დაპირისპირებამ ბირთვული საფრთხის ზრდა გამოიწვიოს.

„დასავლელები ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების საშიშროებას უახლოვდებიან, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეული არის კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, ასევე, სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯის მთავარი ინიციატორი. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები