სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 4. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.