არჩილ თალაკვაძე: მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინც მათ ელაპარაკება მედიით, აქციებზე და სხვადასხვა პლატფორმით, იმ ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს

“ეს ინიციატივა ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას და საქართველოს დემოკრატიული სისტემის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინც მათ ელაპარაკება მედიით, აქციებზე და სხვადასხვა პლატფორმით, იმ ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს.

„რაც ევროკავშირში არის პრობლემა, საფრთხე და გამოწვევა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ის არის უფრო მეტად პრობლემა და გამოწვევა. ამის საპირწონედ ჩვენ ვერ მოვისმინეთ კონტრარგუმენტები, ვერ ერთი სერიოზული კონტრარგუმენტი, ლოზუნგებისა და სხვაზე თითის გაშვერის გარდა, რომ იმან ისე თქვა და იმან ასე თქვა. ეს ინიციატივა ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გაძლიერებას და საქართველოს დემოკრატიული სისტემის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინც მათ ელაპარაკება მედიით, აქციებზე და სხვადასხვა პლატფორმით, იმ ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს. შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ, ვის დაუჯერებენ და ვის – არა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები