„ძარცვა ბაშკირულად“ – მილიონების გატაცების საქმე, რომელიც ბავშვებმა „გახსნეს“

2019 წლის მაისში 36 წლის ლუიზა ხაირულინას, ბაშკირეთის ქალაქ სალავათის ერთ-ერთი ბანკის მოლარის ამბავი საინფორმაციო საიტებზე გამოჩნდა. ქალმა ბანკის სალაროდან 24,5 მილიონი რუბლი აიღო და მასთან ერთად გაიქცა. თან წაიყვანა ოჯახიც. 5 ივლისს სამართალდამცველებმა იპოვეს გაქცეული, რომელიც მისმა შვილებმა „გასცეს“.

ლუიზა ხაირულინა ფულით, ქმრითა და ორი შვილით გაუჩინარდა, დატოვა სახლი, ნივთები და მანქანა. პოლიციის მიერ ცხელ კვალზე ჩატარებულმა ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო. რუსების დახმარების იმედით, ბანკმა, რომელმაც მნიშვნელოვანი თანხა დაკარგა, 1 მილიონი რუბლის ჯილდო შესთავაზა ინფორმაციისთვის ნებისმიერს ადამიანს, რომელიც გაქცეულის პოვნაში დახმარებოდა.

დანაშაულის ჩადენამდე ლუიზამ სოციალური მედიის ყველა ანგარიში წაშალა. ცოტა მოგვიანებით, როცა ქალის ძებნა დაიწყეს, „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა გვერდი, სადაც, მისი სახელით, პოსტები ქვეყნდებოდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალს წარმატებას უსურვებდნენ და მის მხარდასაჭერად სპეციალური „ჰეშთეგიც“ კი შექმნეს – #runluizarun,

ხაირულინას მამას არ სჯეროდა, რომ მის ქალიშვილს ასეთი დანაშაულის ჩადენა შეეძლო. პრესასთან ინტერვიუში ის აცხადებდა, რომ ბანკის სალაროდან ფულს აღებას მის ქალიშვილს ვიღაც აიძულებდა. გამოძიება განიხილავდა ვერსიას, რომ გაქცეულს მიმალვაში სწორედ მამა დაეხმარა, ვინაიდან ლუიზას მანქანა მის ავტოფარეხში იპოვეს.

მამა თანამონაწილეობაში ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ დიდი ხანია, ავტოფარეხში არ შეუხედავს და არც ქალიშვილის იქ ყოფნის კვალი უნახავს.

გაქცეულის პოვნაში სამართალდამცველებს ქალის შვილები „დაეხმარნენ“. ერთ-ერთმა ბავშვმა ბაბუას ტელეფონით დაურეკა, პოლიციამ კი, საუბარს მოუსმინა და ადგილმდებარეობის დადგენაც მოახერხა. შედეგად, ლუიზას მიერ ყაზანში დაქირავებული ბინა იპოვეს, სადაც ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები