დასავლეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამ კანონს იმ მიზეზით, რომ იციან, ის გამოავლენს CIA-ს და MI6-ის მცდელობებს, რაც კონკრეტულ ჯგუფებზე ფულის მიწოდებას გულისხმობს. ეს ჯგუფები კი გამოიყენონ, რათა საბოლოოდ დაამხონ საქართველოს მთავრობა და დასვან ახალი მთავრობა, რომელიც საქართველოში დასავლეთის კაპრიზების მორჩილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ CIA-ს ყოფილმა ჩინოსანმა, ლარი ჯონსონმა, საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტის მიმოხილვისას Youtube-არხზე ისაუბრა.
როგორც ჯონსონი განმარტავს, ყველა გულუბრყვილოა, ვინც თვლის, რომ პროტესტის მონაწილეები სახლში ისხდნენ და კანონპროექტით ისე აღშფოთდნენ, რომ ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება გადაწყვიტეს.
“მათ [დასავლეთს] სურთ, რუსეთი გარშემორტყმული იყოს მთავრობებით, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს რუსეთისთვის. ასე რომ, თუ გგონიათ, რომ ქუჩაში ეს აქციის მონაწილეები თავიანთი ნებით არიან, სახლში ისხდნენ და დაინახეს კანონი და ისინი იმდენად შეძრწუნდნენ კანონზე, რომელიც მათ ავალდებულებს უბრალოდ აცნობონ შემოსავალს უცხოური წყაროს შესახებ, თუ გგონიათ, რომ სწორედ ამან აიძულა ისინი ქუჩებში გამოსვლისკენ – თქვენ ძალიან გულუბრყვილო ხართ”, – აცხადებს ლარი ჯონსონი.