ზაპოროჟიელმა მებრძოლებმა ქართული დიასპორისგან საჩუქრად ასეულობით სამხედრო ფეხსაცმელი მიიღეს
უკრაინული ნაციონალური გვარდიის № 30/33 -ის სამხედრო ნაწილის ზაპოროჟიელმა მებრძოლებმა საჩუქრად ახალი სამხედრო ფეხსაცმელები მიიღეს. უკრაინელ მებრძოლებს საჩუქარი ზაპოროჟიის ქართულმა დიასპორამ გაუკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი „zp.comments.ua“ ავრცელებს. პორტალი ზაპოროჟიის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის საკითხთა განყოფილების გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ნაციონალური გვარდიის მებრძოლებმა ქართული დიასპორისგან საჩუქრად ასეულობით ახალი სამხედრო ფეხსაცმელი მიიღეს. პორტალის ინფორმაციით, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, ქართული დიასპორა ზაპოროჟიის მხარის დასაცავად საკუთარი სამხედრო შენაერთის შექმნასაც გეგმავს.