ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილის მეგობარი ციხეში ერთმანეთს შეხვდნენ

ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე და მახარაძის მეგობარი თენგიზ ერისთავი საპატიმრო დაწესებულებაში ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი -2” ავრცელებს. თენგიზ ერისთავის დედა მისი შვილის დაცვას ითხოვს.
გიორგი ოქროპირიძე და თენგიზ ერისთავი გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ერისთავი სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძე სამართალდამცველებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი ქართულ მხარეს ცხინვალმა გადმოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები