თბილისში წვიმის შედეგად მთის ნაწილი ჩამოიშალა
თბილისში, წვიმის შედეგად ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მთის ნაწილი ჩამოწვა.
კლდის ჩამოწოლის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდნენ.
თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა ტერიტორიის გაწმენდა უკვე დაასრულეს. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.