დავით უსუფაშვილმა მმართველი გუნდის წევრებთან დისციპლინარული საკითხები განიხილა

  პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და მმართველი გუნდის წევრების შეხვდრა დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა დავით საგანელიძემ განუცხადა, მსგავსი შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ შაბათს გაიმართება.
„ყოველ შაბათს, ჩვენ შევეცდებით, გარკვეულად სასესიო კვირის ანალიზი გავაკეთოთ. სასესიო კვირა იყო და ვიმსჯელეთ სესიაზე გასული საკითხები რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რა ზოგადი საკითხები არსებობს ქვეყანაში, რომლებიც პარლამენტმა შეიძლება წამოწიოს და აამუშაოს. არ დავმალავ, რომ დისციპლინარულ საკითხებზე ვიმსჯელეთ, იმიტომ რომ ეს თემა ხშირადაა აქტუალური. ზოგი დელეგაციებშია, ზოგი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს ქუთაისში ჩასვლას და ისიც გავიარეთ, რა იყო მიზეზი, რომ ზოგიერთი დეპუტატი ვერ ესწრებოდა სხდომას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები