როდის დაიწყეს ადამიანებმა ტუჩებში კოცნა და რას იწვევს ეს პროცესი ორგანიზმში

ტუჩებში კოცნა ერთგვარ ერთგვარ ელექსირად ითვლება. მისი დახმარებით, ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების ბალანსი ნარჩუნდება. ასევე, იმ ნაერთების მეშვეობით, რომლებიც ჩვენს ნერწყვშია, ადამიანი ხვდება, რამდენად თავსებადია პარტნიორთან. კოცნის დროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე მცირდება, ხოლო ოქსიტოცინის რაოდენობა („სასიყვარულო ნივთიერება“) იმატებს. ოქსიტოცინი ადამიანებს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებასა და ზრუნვაში გვეხმარება.

საინტერესოა, რომ, კვლევების თანახმად, ოქსიტოცინი მხოლოდ მამაკაცებში იმატებს, ქალებში კი – პირიქით. სპეციალისტების აზრით, ასეთი შედეგი იმიტომ მიიღეს, რომ ადგილი, სადაც კვლევა ტარდებოდა, რომანტიკული არ იყო.

ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი ამტკიცებს, რომ კოცნის შემდგომი რეაქციით, ადამიანი შეიძლება, მიხვდეს, ეწყობა თუ არა პარტნიორს. კოცნის დროს ან ვუახლოვდებით ან ვშორდებით ერთმანეთს. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს უფრო მეტად მოსწონთ ე.წ. სველი კოცნა. ეს იმიტომ, რომ მამაკაცის ენა ტესტოსტერონს შეიცავს, კოცნის საშუალებით კი, ისინი, თითქოს, ცდილობენ, ეს ჰორმონი ქალს გადასცენ, რათა მასში სექსუალური ლტოლვა გამოიწვიონ.

ქალები ტუჩებში სხვა მიზნით კოცნიან. მათთვის კოცნა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ეს საჭიროა როგორც სექსუალურ აქტამდე, ისე მის შემდეგაც. მამაკაცები კი კოცნას აღიქვამენ, როგორც სიგნალს სქესობრივი აქტისთვის.

გარდა ამისა, კოცნა შესაძლოა, წონის კლებაშიც გვეხმარებოდეს. მაგალითად, თუ ეს პროცესი 10 წამის მანძილზე გრძელდება… ამ დროს მუშაობს სახის 29 კუნთი, კისერი, ტვინი და ამავდროულად, 15 კილოკალორია იწვება.

კოცნისას ბედნიერების ჰორმონი – სეროტონინი – გამომუშავდება. გარდა ამისა, ამ დროს ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი, იზრდება პულსი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იმატებს კანის ტონუსი და სხეული ჟანგბადით მარაგდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ კოცნის პრაქტიკა, როგორც ჩანს, პირველად გაჩნდა საზოგადოებებში, რომლებიც მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის ბინადრობდნენ, ანუ ძველ მესოპოტამიაში – ძირითადად, თანამედროვე ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე.

ადრე ითვლებოდა, რომ ტუჩებში კოცნა ადამიანებმა პირველად 1500 წელს ინდოეთში დაიწყეს. მეცნიერებს ახალი დასკვნების გამოტანისკენ – რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა – მესოპოტამიის ძველმა ხელნაწერებმა უბიძგეს, რომლებიც, მათი თქმით, ადრე საკმარისად საფუძვლიანად არ იყო შესწავლილი.

ინტიმური კოცნის შესახებ ინფორმაცია პირველად გვხვდება ძველ ტექსტებში, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით თარიღდება.

ნევადის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 168 კულტურას შორის მხოლოდ 46%-ში ვხვდებით ტუჩებში კოცნას, როგორც რომანტიკული გრძნობების გამოხატულებას, თუმცა კიდევ ბევრი კულტურაა, რომელიც კოცნას მისალმების ნიშნად იყენებს. მონადირე-შემგროვებელი ტომები იშვიათად ეხებიან ტუჩებს. ზოგიერთ თემში ეს პროცედურა ამაზრზენადაც კი ითვლება. მეცნიერების თქმით, რაც უფრო რთულია სოციალური კულტურა, მით უფრო მაღალია რომანტიკული კოცნის სიხშირე.

1960-იან წლებამდე მასობრივ კულტურაში, ჰეისის ეთიკის კოდექსის მიხედვით, თავისუფლების ნებისმიერი ჩვენება აკრძალული იყო. 1896 წლის მუნჯმა ფილმმა, სახელად „კოცნა” შოკში ჩააგდო საზოგადოება, თუმცა თუ უყურებთ (ფილმი მხოლოდ 21 წამია), დაინახავთ, რომ მამაკაცი ქალბატონს ტრადიციული გაგებით კი არ კოცნის, არამედ ლოყაზე ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები