მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მუშაობის გაგრძელებას აპირებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ- ში ტურისტულ სტატუსს იცვლის და სამუშაო ვიზის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ტაფტის უნივერსიტეტთან შეწყვეტილი თანამშრომლობის აღდგენას გეგმავს. მანამდე, კი გამოცემის მონაცემებით, სააკაშვილი მემუარებზე მუშაობს, ასევე „კარგად ანაზღაურებად“ ლექციებს ატარებს, ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნაში იღებს მონაწილეობას და ძველ ნაცნობებს ხვდება. ნაცნობების შორის სენატორი ჯონ მაქეინი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდია.
მანამდე კი საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.