ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში იმყოფება (ვიდეო)

   საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება.
სამთავრობო დელეგაციას ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საპატიო ყარაული დახვდა.
პრემიერი დღეს ბაქოში ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან – ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FFgAigsz46M” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები