მიხეილ სააკაშვილის ბებიის დაყადაღებული ქონება მიტოვებულია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიის დაყადაღებული ქონება მიტოვებულია, – ამის შესახებ
სოფელ ნატანებში მცხოვრები ექსპრეზიდენტის ახლო ნათესავი იუზა წუწუნავამ განაცხადა. ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის დიდ ბებიას ეკუთვნოდა.
“ეს ტერიტორია, რომელიც თურმე დაუყადაღებიათ, სააკაშვილის დიდ ბებიას ეკუთვნოდა და წლებია, აქ არავინ გამოჩენილა. ბოლოს აქ მიხეილ სააკაშვილის დიდი ბებიის ძმები ცხოვრობდნენ, რომლებიც თბილისში გადავიდნენ”, – განაცხადა წუწუნავამ.