ბავშვი მკვლელები – 4 სასტიკი ისტორია ახლო წარსულიდან

როცა ერთი ადამიანი მეორეს კლავს, ეს, რა თქმა უნდა, საშინელებაა, თუმცა, ალბათ, მაინც ვერაფერია იმაზე მძიმე, როცა მკვლელი ბავშვია. იმის გაგებაც კი ძნელია, თუ როგორ შეუძლია ბავშვს მკვლელობის ჩადენა.

ელის ბუსტამანი

15 წლის გოგონამ მასზე უმცროსი მეზობელი მოკლა და ცხედარი გადამალა. ალისა ბუსტამანმა დაგეგმა მკვლელობა, აირჩია შესაფერისი დრო და 21 ოქტომბერს თავს დაესხა მეზობელ გოგონას, დაიწყო მისი დახრჩობა და ყელი გამოჭრა.

პოლიციის სერჟანტმა, რომელმაც დაკითხა ბუსტამანი მას შემდეგ, რაც 9 წლის ელისაბედი გაუჩინარდა, თქვა, რომ ელისმა აღიარა, სად დამალა მოკლული მეოთხეკლასელის ცხედარი. გოგონამ ოფიცრები ტყეში მიიყვანა, სადაც ცხედარი დაემალა. მან თქვა, რომ სურდა, გაეგო, რას გრძნობდნენ მკვლელები.

სინდი კოლიერი და შირლი ვულფი

1983 წლის ერთ-ერთ დღეს სინდი კოლიერმა და შირლი ვულფმა გასართობად მსხვერპლის ძებნა დაიწყეს. ჩვეულებრივ, ვანდალიზმი ან მანქანის ქურდობა იყო ხოლმე, თუმცა გოგონებმა აჩვენეს, რისი გამკეთებლები იყვნენ სინამდვილეში. მათ უცნობი სახლის კარზე დააკაკუნეს. კარი მოხუცმა ქალმა გააღო.

14-15 წლის ახალგაზრდა გოგონების დანახვისას მოხუცმა ქალბატონმა უყოყმანოდ შეუშვა ისინი სახლში, ჩაისთან საინტერესო საუბრის იმედით. მათ დიდხანს ისაუბრეს და მოხუცი საინტერესო ისტორიებით გაამხიარულეს. შემდეგ შირლიმ მოხუც ქალს კისერში წაავლო ხელი, ხოლო სინდი სამზარეულოში წავიდა დანის ასაღებად. შირლიმ დანა აიღო და მოხუც ქალს 28 ჭრილობა მიაყენა. გოგონები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ ისინი მალევე დააკავეს.

ერიკ სმიტი

13 წლის ასაკში ერიკ სმიტს აბუჩად იგდებდნენ სქელი სათვალის, ჭორფლების, გრძელი წითელი თმისა და ამობურცული, წაგრძელებული ყურების გამო. ასეთი ყურები გვერდითი ეფექტი იყო ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლისა, რომელსაც დედამისი ორსულობის დროს იღებდა. სმიტს ბრალი დასდეს ოთხი წლის ბავშვის, დერეკ რობის მკვლელობაში. 1993 წლის 2 აგვისტოს მან ბავშვი დაახრჩო, თავი დიდი ქვით გაუხეთქა და პატარა ტოტით გააუპატიურა.

ფსიქიატრმა მას პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, რის გამოც ადამიანი შინაგან ბრაზს ვერ აკონტროლებს. სმიტი გაასამართლეს და ციხეში გაგზავნეს. ციხეში ყოფნის განმავლობაში, მას ხუთჯერ უთხრეს უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

კრეიგ პრაისი

1989 წლის 4 სექტემბერს 39 წლის ჯოან ჰიტონი და მისი ორი ქალიშვილი: 10 წლის ჯენიფერი და 8 წლის მელისა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის თქმით, ჯოანს, დაახლოებით, 60 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო გოგონებს – თითოეულს, დაახლოებით, 30. დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ დანის პირი გატყდა და მელისას სხეულში მოხვდა. ხელისუფლება თვლიდა, რომ ქურდობა იყო დანაშაულის მთავარი მოტივი და რომ ეჭვმიტანილმა ისინი „ფაქტზე წასწრებისას“ დახოცა. ასევე, ითვლებოდა, რომ მძარცველს მკლავზე ჭრილობა უნდა ჰქონოდა.

პოლიციამ კრეიგ პრაისი დაიჭირა, მას ხელი ბინტით ჰქონდა შეხვეული, მაგრამ ამბობდა, რომ მანქანის ფანჯარა ჩაამსხვრია. სამართალდაცავებმა არ დაუჯერეს, გაჩხრიკეს მისი ოთახი და იპოვეს დანა, ხელთათმანები, ასევე, სხვა მტკიცებულებები. ბიჭმა კიდევ ერთი მკვლელობა აღიარა, რომელიც ამ მხარეში ორი წლის წინ მოხდა. კრეიგს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა ერთი დღით ადრე, სანამ ის თექვსმეტი წლის გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები