კიმ ჩენ ინმა ახალი ტანკი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სატანკო ეკიპაჟის კონკურსზე ახალი ტიპის საბრძოლო მანქანა გამოსცადა.

ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) იტყობინება.

კიმთან ერთად, კონკურსს თავდაცვის მინისტრი – კან სუნ ნამი და კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის უფროსი – ლი იონ გილი ესწრებოდნენ.

„სატანკო ეკიპაჟების დათვალიერების შემდეგ, ამხანაგი კიმ ჩენ ინი პირადად ჩაჯდა ახალი ტიპის საბრძოლო ტანკში და მტკიცედ ეჭირა საჭე, მართავდა ტანკს“, – ნათქვამია KCNA-ს განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინმა „გამოთქვა კმაყოფილება“ ტანკის საბრძოლო ეფექტურობით და, ასევე, დააფასა მისი მანევრირება და ძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები