გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
„დედა და შვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.