კოსტავას ქუჩაზე სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

  კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტელევიზიის წინ ერთმანეთს სამი ავტომობილი: „ოპელ ასტრა“, „ოპელ ვექტრა“ და „ტოიოტა რავ-4“ ერთმანეთს შეეჯახა,- ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 2 ადამიანი – 41 წლის შალვა მამლიკიშვილი და 33 წლის დავით მჭედლიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო დახმარების ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები