ნინო სუთიძე: სასამართლოზე სხვა შეხედულებები მქონდა და ძალიან ობიექტურია ეს მოსამართლე
ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე მისი მეუღლის განთავისუფლების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.
ნინო სუთიძე სასამართლოს და აღნიშნული საქმის მოსამართლეს მადლობას უხდის. „ძალიან გახარებული ვარ და ძალიან დიდი მადლობა ასეთი ობიექტურობისთვის სასამართლოს, თუმცა სასამართლოზე სხვა შეხედულებები მქონდა და ძალიან ობიექტურია ეს მოსამართლე“, – განაცხადა ნინო სუთიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა ბრალდებულს შეუცვალა არასაპატიმრო ღონისძიებით. ნამორაძეს 50 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.